გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

"ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: საბანკო რეგულაციები კომპლექსურად არის გადასახედი

20-11-2019

საბანკო რეგულაციები კომპლექსურად არის გადასახედი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ განუცხადა.

„ზოგადად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეგულაციები შესაცვლელია, მაგრამ არ არის საუბარი კონკრეტულ, ერთ ან ორ რეგულაციაზე. საუბარია, რომ რეგულაციები მთლიანად, კომპლექსურად გასაანალიზებელია და, სავარაუდოდ, შესაცვლელი. რაც შეეხება ლარში გასაცემი სესხების 200-ათას ლარიან ზღვარს, ამაზეც განყენებულად საუბარი არ იქნება სწორი. აქაც რაღაც ვითარებაში ეს ზღვარი შეიძლება, გამართლებული იყოს, რაღაც ვითარებაში არა“, – აღნიშნა თხელიძემ.

მისი თქმით, მთავრობის ნაბიჯები და ძალისხმევა მიმართულია ეკონომიკის ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნისკენ.

„თუ ეროვნული ბანკის ქმედებები არ იქნება პრინციპულ თანხვედრაში მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან, საეჭვოა, რომ სასურველ შედეგამდე მივიდეთ”, – განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ.

რეგულაციების შერბილებაზე, მათ შორის ლარში გასაცემი სესხების 200-ათასიანი ზღვარის შემცირებაზე დღეს პარლამენტში იყო საუბარი, სადაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს მოუსმინეს.