გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დიმიტრი ხუნდაძე: საინიციატივო ჯგუფი კანონპროექტის მხარდასაჭერად 200 ათას ხელმოწერას შეაგროვებს

20-11-2019

პარლამენტის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემის შემოღების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივის დაანონსების შემდეგ, მისი განხორციელებისათვის სამომავლო გეგმების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის.

როგორც დეპუტატმა თქვა, მან და მისმა თანამოაზრეებმა, ინიციატივის შემდეგ, მისი განხორციელებისათვის შემდგომი ნაბიჯები უკვე გადადგეს. კერძოდ, დღეს გაიარეს პროცედურული საკითხები, პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ 10-კაციან საინიციატივო ჯგუფს, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ კი გავლენ ხალხში 200 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერების შესაგროვებლად.

მისი თქმით, ამ ნაბიჯს აქვს ორი მიზანი, ერთი, რომ პარლამენტში დღეს ვერ მოაგროვებენ მხარდამჭერი დეპუტატების საჭირო რაოდენობას კანონპროექტის ინიცირებისათვის და საჭირო გახდა ხალხში გასვლა ხელმოწერების შესაგროვებლად, მეორე - ამასთანავე ამას აქვს დადებითი მხარეც, ამ ინიციატივას საზოგადოების მხრიდანაც გახდიან მოთხოვნადს.

„საზოგადოებას, სამწუხაროდ, დღეს არავინ ეკითხება როგორი სისტემა უნდა იყოს. მსჯელობენ ამაზე ექსპერტები, პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები, ვისაც პარლამენტში შემოსვლა უნდა, ვინც, ვთქვათ, თავის პერსპექტივას მხოლოდ ამ გზით ხედავს, არავინ არ ეკითხება ხალხს, საზოგადოებას რა უნდა. არა და მთავარი და ძირითადი წყარო ხელისუფლების უნდა იყოს ხალხი, პირველ რიგში მათ უნდა ვკითხოთ და აი, სწორედ ჩვენ გავდივართ ველზე რომ ვკითხოთ ხალხს, გავამყაროთ ის აზრი, რომ ქვეყნისთვისაც და მათთვისაც-ამომრჩევლისთვისაც არის ეს სისტემა მისაღები“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მან, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა მაჟორიტარული სისტემის უპირატესობები და განაცხადა, რომ „ეს სისტემა ამ რეალობაში, ამ ვითარებაში, ამ პოლიტიკურ სპექტრში არის უსაფრთხო და ყველაზე მისაღები და ყველაზე იოლი ამომრჩევლისათვის“.​