გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ივანიშვილი პრეზიდენტად -,,კარგი ვარიანტი იქნება“

24-01-2018

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუკრი ქანთარია იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი იყოს. კომენტარს ქანთარია „პირველ რადიოსთან“ საუბრისას აკეთებს.

მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ ივანიშვილს ის პრეზიდენტად ისურვებდა, თუმცა ეჭვი ეპარება ექსპრემიერი პრეზიდენტობის კანდიდატობას დათანხმდეს.

„ყველაფერი შესაძლებელია სამყაროში, მაგრამ ჯერჯერობით ამის განხილვები არ ყოფილა. ასე რომ ვერ გეტყვით ვერაფერს, ნამდვილად განხილვა არ ყოფილა. მე ჩემი აზრი ვთქვი უბრალოდ, რომ კანდიდატი ახალგაზრდა არ უნდა იყოს დღევანდელი პრეზიდენტი და უნდა იყოს ცხოვრებისეული გამოცდილებით. ასე რომ თუ ბიძინა ივანიშვილი ამაზე დათანხმდება, რაც მეეჭვება ძალიან, რა თქმა უნდა კარგი ვარიანტი იქნებოდა, ყველაფერი გასწორდებოდა, მაგრამ არ მგონია, რომ ასე იყოს. ვნახოთ, დაველოდოთ.

რა თქმა უნდა მე არავის ახლა არ დავასახელებ, თუმცა არიან რამდენიმე, ვფიქრობ რომ აუცილებლად მოიძებნება, იმიტომ, რომ დღეს სხვა ვითარებაა უკვე. თვითონ პრეზიდენტის ინსტიტუტიც არ არის იმ მასშტაბის რაც ადრე იყო, ამიტომ მგონია, რომ ქვეყნის წინაშე დამსახურებების მქონე ადამიანს, რომელსაც აქვს პიროვნული ხიბლი და წესიერი ადამიანია, ყველას შეუძლია წარმოჩინდეს კანდიდატად.

არ არის აუცილებელი რომ გუნდის და პარტიის წევრი იყოს. ვნახოთ ვისზე იქნება საუბარი. საზოგადოებაშიც შეიძლება მოიძებნოს ასეთი ადამიანები და ურიგო არ იქნებოდა,“-აცხადებს ნუკრი ქანთარია.

"პირველი რადიო"