გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ მინისტრის პრესსპიკერი იქნება

21-11-2019

საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ მინისტრის პრესსპიკერი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი პოზიციის შემოღება ხელს შეუწყობს სწრაფი, ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას ადმინისტრაციას, მოქალაქეებსა და მედიას შორის.

„მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხის ასამაღლებლად პრემიერის აპარატში გაჩნდება პრეს სპიკერის პოზიცია, რომელსაც შეთავსებით დაიკავებს საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანი. ეს გახლავთ ახალი პოზიცია და ეს ხელს შეუწყობს სწრაფი, ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას ადმინისტრაციას, მოქალაქეებსა და მედიას შორის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.