გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თეა წულუკიანი ოპოზიციაზე: ალბათ, მალე ბოქლომების მაღაზიას გახსნიან

21-11-2019

"როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე, გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალაა", - ასე აფასებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქვეყანაში მიმდინარე აქციებს.

 

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მაქსიმალურად უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება, თუმცა, როდესაც ეს ზღვარი გადაილახება და პროტესტს გამოხატვის თავისუფლებასთან კავშირი აღარ ექნება, სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს.

"პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება, იქნება ეს ყვავილებით თუ ბოქლომების საშუალებით. მთავარია, რომ არ დაირღვეს კანონი და სახელმწიფომ განაგრძოს ფუნქციონირება. შესაბამისად, ყოველთვის, როდესაც ეს ზღვარი იქნება გადალახული და პროტესტს არავითარი კავშირი აღარ ექნება გამოხატვის თავისუფლებასთან, სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც იმოქმედა რამდენიმე დღის წინ.

მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და როგორც რიგითმა მოქალაქემ, როგორც იუსტიციის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლციელს, სპეცრაზმელს, მთელ შსს-ს და მინისტრს იმ ჩატარებული ოპერაციისთვის, რომელიც იყო მაღალი კლასის", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, დღევანდელ ოპოზიციასთან, ძალიან რთულია რაიმე ტიპის მთავრობის ფორმირებაზე საუბარი.

"მეორე მხარეს არის არა პოლიტიკური, ძლიერი ოპოზიცია, არამედ მალე ბოქლომების მაღაზიას გახსნიან ალბათ. მათთან ძალიან ძნელია რაიმე ტიპის მთავრობის ფორმირებაზე საუბარი. როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით, ეს რა თქმა უნდა ძალიან მძიმე , გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალაა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის სხდომის პარალელურად კანცელარიასთან აქცია მიმდინარეობს.

pia