გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქეთევან ციხელაშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლესა და შვილებს შეხვდა

21-11-2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლესა და შვილებს კიდევ ერთხელ შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გაავრცელა.

მათივე ცნობით, ქეთევან ციხელაშვილმა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს მიმდინარე პროცესი და ქართველი ექიმის გასათავისუფლებლად გადადგმული ნაბიჯები დეტალურად გააცნო.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მთავარი პრიორიტეტი ვაჟა გაფრინდაშვილის უპირობო გათავისუფლებაა და ამისთვის სახელმწიფო უწყებები მუდმივ რეჟიმში მუშაობენ.

აღინიშნა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებთან მუდმივ კონტაქტზეა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული ექიმის მეუღლეს 16 ნოემბერსაც შეხვდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, რასაც ექიმი არ აღიარებს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.