გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სოხუმის რაიონში მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

21-11-2019

სოფელ აჩადარაში მომხდარ საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. 20 ნოემბერს საღამოს საათებში "Honda Fit" - ის მარკის მსუბუქი და "MAN"-ის მარკის სატვირთო ავტომობილები შეეჯახა ერთმანეთს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი რუსტამ ჩაგავა და მისი თანამგზავრი - იური სამუშია ადგილზე გარდაიცვალნენ, სატვირთოს მძღოლი ასტამურ აიბა კი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მის სიცოცხელს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებული იყო შსს - ს თანამშრობლები, რომლებიც ავარიის მიზეზებს ადგენენ, წერს „აიაირა“.


უწყების ცნობით, 2019 წლის პირველ ნახევარში აფხაზეთში 95 საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 24, ხოლო 141 ადამიანი დაშავდა.

რადიო "ათინათი"