გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით სონღულაშვილი: ლარის გაუფასურებაზე, ასევე, ინფლაციაზე პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს აქვს

21-11-2019

„ლარის გაუფასურებაზე, ასევე, ინფლაციაზე პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს აქვს“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წევრმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბაზარზე დოლარის მიმწოდებელი არ არის, რაც კურსს აწვება და მოქალაქეებზე უარყოფითად აისახება.

„იმ ფონზე, როცა 2019 წლის განმავლობაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იყო ისტორიულად დაბალ დონეზე, ასევე, ეკონომიკური ზრდა სახეზე იყო და რეგიონში წლის პირველ ნახევარში ვალუტების გამყარებაც შეინიშნებოდა - ლარის გაუფასურებაზე, ასევე, ინფლაციაზე პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს აქვს და საჭიროა, მეტი განმარტება მივიღოთ.

არის დაგროვილი რესურსი უცხოურ ვალუტაში, რომელსაც ბანკები ვერ ითვისებენ რეგულაციების გამო, ვერ ახდენენ ეკონომიკაში დოლარის ჩაშვებას, რის გამოც, ფაქტობრივად, დოლარის მიმწოდებელი არ არის ბაზარზე, რაც, საბოლოო ჯამში, კურსს აწვება და მოქალაქეებზე უარყოფითად აისახება“. - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გუშინ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც მმართველი პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატებმა სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო გააკრიტიკეს.