გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შემოსავლების სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

21-11-2019

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა.

მისი თქმით, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკამოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი.

„პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ლაშქარაძე დატოვებს პოსტს და აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა. მას აქვს შემოსავლების სამსახურში მუშაობის გამოცდილება - ეკავა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჩვენს მომიჯნავე ორგანიზაციებში, როგორც საგამოძიებო სამსახურში, ასევე ძალოვან უწყებებში და ჰქონდა შეხება ეკონომიკურ სფეროსთან და ფინანსებთან. ლევანი არის მაღალი რანგის პროფესიონალი და აქვს საკამოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალ უფროსს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით უწყება გააგრძელებს დაწყებული რეფორმების კურსს.

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნამდე ლევან კაკავას ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა, 2017 წლის აგვისტოდან - 2017 წლის ნოემბრამდე იყო შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, გასულ წლებში, სხვადასხვა პოზიციაზე, მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.