გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გარემოვაჭრეების ნაწილი მერიის შეთავაზებას დასთანხმდა

24-01-2018

ზუგდიდელი გარემოვაჭრეები ქალაქის მერს ლაშა გოგიას შეხვდნენ. მათი ნაწილი, რომლებიც ხილ-ბოსტანზე მუშაობს შეთავაზებულ სავაჭრო ფართებს დათანხმდა და მუშაობის გაგრძელებას აღნიშნულ ტერიტორიაზე აპირებენ. ნაწილი, რომელიც შერეული საქონლით ვაჭრობს ადგილის დატოვებას არ აპირებენ და მუშაობის უფლებას მაისამდე ითხოვენ.

„თუ ამის უფლებას არ მოგვცემენ იძულებულები ვიქნებით ეს ქვეყანა დავტოვოთ და მოსამსახურედ თურქეთში წავიდეთ“, - ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

თავის მხრივ, ლაშა გოგია ამბობს, რომ ქალაქში გარევაჭრობას ვერ დაუშვებენ, თუმცა ეს ძალის გამოყენებით არ მოხდება.

"მოვაჭრეების ნაწილი დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას, ნაწილი არა, თუმცა მათთან გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს. ინდივიდუალურად გავეცნობით მათ პრობლემებს... მათ ჩვენ ვთავაზობთ რამდენიმე ადგილს, თან პირველი სამი თვე დახლის საფასურს არ გადაიხდიან" - თქვა მერმა.


ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე მოვაჭრეები დილიდან მერიის შენობასთან იმყოფებოდნენ. ისინი გარევაჭრობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ.

რადიო "ათინათი"