გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გორელებმა ოპოზიციას მაჟორიტარის ბიუროსთან ბოქლომის დადებაში ხელი შეუშალეს

22-11-2019

გორში “ევროპული საქართველოს” 5-მდე აქტივისტს და პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ეთერ ჯალაღანიას ადგილობრივმა მოსახლეობამ მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ბიუროსთან ბოქლომის დადების მცდელობა გააპროტესტეს. მათი თქმით, იოსებ მაკრახიძე მსგავს ქმედებას გორელებისგან არ იმსახურებს.

ერთ-ერთი ადგილობრივი, რომლემაც სახელი და გვარის გამხელა მედიასთან არ ისურვა, ამბობს, რომ იოსებ მაკრახიზე გორზე და გორელებზე ზრუნავს.
“მე ვარ რიგითი მოქალაქე. მოვედი აქ რომ გავაპროტესტო ის უკანონობა, რასაც ესენი ჩადიან. იოსებ მაკრახიძე არის საუკეთესო მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც გორზე და გორელებზე ზრუნავს”,- აღნიშნა ადგილობრივმა.

“ევროპული საქართველოს” გორის ორგანიზაციის ხელმღვანელმა, ეთერ ჯალაღანიამ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, რომ ისინი კვლავ ეცდებიან მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან სიმბოლურად, ბოქლომი დაკიდონ.
“ჩვენ შენობის მიმდებარე ტერიოტირაზე გავაკარით სტიკერები წარწერით : “ლუქულია”.  კვლავ მოვალთ აქ და კვლავ ვეცდებით ბოქლომის დადებას”,- განაცხადა ეთერ ჯალაღანიამ.

"კვირა"