გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ლაგვილავა ნაციონალებს: მერაბ ქვარაიას იმას ვერ პატიობთ, რომ ციხიდან ცოცხალი გამოვიდა

22-11-2019

"იცით რა არის თქვენი პრობლემა? მერაბ ქვარაია რომ ცოცხალი გამოვიდა ციხიდან, ამას ვერ პატიობთ” - ასე მიმართა ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ირაკლი ლაგვილავამ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან მისულ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც შენობაში შეღწევას და მაჟორიტარის ბიუროზე ბოქლომის დადებას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ მაჟორიტარის მხარდამჭერებმა არ მისცეს.

„შვიდი წელი აწამეთ კაცი და მაინც ცოცხალი და ძლიერი გამოვიდა იმ თქვენი საშინელებიდან და გებრძვით დღესაც, აი ამას ვერ ინელებთ“- მიმართა ირაკლი ლაგვილავამ აქციის მონაწილეებს.

მერაბ ქვარაიას მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ისინი იცავენ საკუთარ არჩევანს, მხარს უჭერენ და სოლიდარობას უცხადებენ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარს.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობისა" და მათი სატელიტი პარტიების ქმედებებს, ისინი ამას პროვოკაციისა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობად მიიჩნევენ.