გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აკაკი ზოიძე ბიძინა ივანიშვილს რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების წინადადებით მიმართავს

22-11-2019

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების საკითხზე „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან, უახლოეს პერიოდში, რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებისთვის შესაბამისი ზომების მიღებას ითხოვს.


„გადავწყვიტე უკვე საჯაროდ გამეჟღერებინა და მიმემართა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის და პოლიტსაბჭოსთვის, რათა 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მათ უმოკლეს ვადაში მიიღონ ზომები რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებაზე. მე ღრმად მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციის შემდგომ გაღრმავებას, პრევენციას გაუკეთებს. არ შეძენს ამას შეუქცევად ხასიათს და რეალურად, ქვეყნის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით მოხსნის კითხვის ნიშნებს. მივმართავ ყველას, უპირველეს ყოვლისა „ქართული ოცნების“ იმ წევრებს რომლებმაც გადაწყვიტეს არ დაეჭირათ მხარი პროპორციულ არჩევნების სისტემაზე გადასვლისთვის, რეფერენდუმამდე ან პლებისციტამდე დარჩენილი დრო გამოვიყენოთ საზოგადოებასთან სამუშაოდ ჩვენთვის და რაც მთავარია, ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად. მაგრამ ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ შედეგები იქნება სავალდებულო და უპირობო მოქმედების სახელმძღვანელო ყველა ჩვენთაგანისთვის“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

პარლამენტის წევრმა პარტიისთვის შეთავაზებული წინადადების არ გაზიარების შემთხვევაში მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რაც პოლიტიკიდან წასვლას და პარლამენტის წევრის მანდატის დატოვებას გულისხმობს.