გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

11 გარდაცვლილი და ათეულობით დაშავებული- ,,ლეოგრანდის“ ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა

24-11-2019

11 გარდაცვლილი და ათეულობით დაშავებული- ,,ლეოგრანდის“ ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. დაღუპულთა შორის 10 ქართველი, ერთი კი ირანის მოქალაქე იყო. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები, ასევე ადგილზე იყვნენ სამართალდამცველებიც.
2017 წლის 24 ნოემბრის ღამეს შემთხვევის შედეგად, 20-ზე მეტი ადამიანი სხვადასხვა სახის ინტოქსიკაციით, ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა. დაკავებული იქნა სასტუმროს 2 თანამშრომელი. რომლებიდანაც ერთს – 2 წლით ხოლო, მეორეს – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ხანძარი თავდაპირველად საქვაბე ოთახში გაჩნდა, სადაც „თამბაქოს მოსაწევი ადგილი გამოყოფილი არ იყო.“ ასევე, არ არსებობდა ავტომატური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა საგანგაშო სისტემის ჩართვას და იმას, რომ კვამლი სავენტილაციო არხებში არ წასულიყო. პროკურორ ვლადიმერ თურმანიძის მტკიცებით, სასტუმროს ტექნიკურ მენეჯერს, ფათიჰ იავუზს და ტექნიკურ საწყობზე პასუხისმგებელ პირს – გიორგი მიქელაძეს უნდა უზრუნველეყოთ უსაფრთხოება სახანძრო სისტემის გამართულობის კუთხით.
პროკურატურის ვერსიით, საქვაბეში უკანონოდ იყო მოწყობილი საწყობი, სადაც საღებავებსაც ინახავდნენ და ამან ხანძრის გაძლიერებას შეუწყო ხელი. სასტუმროს ერთი წლის წინ სახელი გადაერქვა, ,,ლეოგრანდის“ ნაცვლად დაწესებულება ,,ველმონდის“ სახელწოდებით ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე სასტუმროს მხოლოდ სამორინე ფუნქციონირებს.

kvira