გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი გაეროს გენერალურ მდივანს მიმართავს

25-11-2019

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი გაეროს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს მიმართავს.

"მივმართავთ გაეროს გენერალურ მდივანს, რათა საქართველოში სასწრაფოდ მოავლინოთ გაეროს სპეციალური კომისარი, რომელიც მუშაობს მსგავს პრობლემებზე. დაუყოვნებლივ გამოიყენოთ ყველა არსებული რესურსი, რათა მოხდეს ოკუპანტების მიერ უკანონოდ დატყვევებული ექიმის გათავისუფლება“, - ნათქვამია ოჯახის წერილში.

ექიმის ოჯახი ითხოვს, რომ საქართველოს მთავრობამ  ყველა ზომას მიმართოს გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად. 

"ახალი ინფორმაცია არ გვაქვს, დღეს არის ცხინვალში დასვენების დღე და წითელი ჯვარი დღესაც ვერ ახერხებს შესვლას და ამანათის გადაცემას",- აღნიშნა გაფრინდაშვილის შვილმა, თათია გაფრინდაშვილმა. 

ცნობისთვის, 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს. 

15 ნოემბერს დაკავებულ ექიმს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ საოკუპაციო ძალებს მიმართა და მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებული ექიმის გათავისუფლება.

pia