გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ზალკალიანი: ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი მინდა დავარწმუნო რომ მაქსიმალურად არის ამოქმედებული ყველა შესაძლო ფორმატი

25-11-2019

“მინდა ბატონი ვაჟას ოჯახს კიდევ ერთხელ მივმართო და დავარწმუნო, რომ მაქსიმალურად არის ამოქმედებული ყველა შესაძლო ფორმატი და საკომუნიკაციო არხი უმაღლეს დონეზე, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მისი განთავისუფლება. არ დარჩენილა არც ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი ევროკავშირისა და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის გაეროს მიმართულებით, ვისთანაც არ მქონია კომუნიკაცია ამ საკითხზე” - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გერმანიაში განაცხადა, სადაც გამოეხმაურა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წერილობით მიმართვას საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი.

მინისტრის განცხადებით, იგი ყველა უმაღლესი დონის შეხევდრაზე, მათ შორის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საუბრობს ამ თემაზე და მინისტრის ყველა ვიზიტი, რომელიც მომდევნო ორი კვირის განმალოაბში არის დაგეგმილი, აუცილებლად იქნება გამოყენებული ამ საკითხის გადასაჭრელად.

“ეს წუთია დავასრულე შეხევდრა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან და მასთანაც მქონდა ამ საკითხზე საუბარი. ხვალ მექნება შეხვედრა ჩემ კოლეგასთან ჰაიკო მაასთან და მასთანაც ვისაუბრებ ამაზე“ - განაცხადა მინისტრმა.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ კომუნიკაციის შესახებ რაც მინისტრს ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა კოლეგებთან. აღსანიშნავია რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა საუბარი და დღემდე აქვს კომუნიკაცია ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მიროსლავ ლაიჩაკთან, ასევე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ფედერიკა მოგერინისთან, რომელიც ასვეე პირადად, ყოველდღიურ რეჟიმში არის ინფორმირებული პროცესების განვითარების შესახებ და აგრეთვე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან როზმარი დიკარლოსთან, რომელიც პირველივე დღიდან არის უშუალოდ ინფორმირებული და პროცესში ჩართული.

დავით ზალკალინის განცხადებით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინტენსიურად მუშაობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები.

„ჩვენმა მისიებმა მაქსიმალურად წამოწიეს ეს საკითხი ყველა არსებულ ფორმატში. გაეროში ჩვენმა მუდმივმა წარმომადგენელმა ამ საკითხზე ისაუბრა გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებზე. ჩვენმა დელეგაციამ ძალიან მწვავედ დააყენა ეს საკითხი ეუთოს მუდმივ საბჭოში, რასაც გამოეხმაურა ეუთოს გენერალური მდივანი, რომელიც პირადად არის ინფორმირებული. ამ კვირაში ჩავდივარ სტრასბურგში, სადაც გადმოვიბარებ თავმჯდომარეობას ევროპის საბჭოში და იქაც, ევროპის საბჭოში, ამ საკითხის შესახებ კიდევ უფრო მეტად აქტიურად ვისაუბრებთ ყველა, მათ შორის გენერალური მდივნის დონეზე და ინფორმაციასაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს წითელ ჯვართანაც. ჩვენი ელჩი ჟენევაში მუდმივად, რეგულარულად ხვდება წითელი ჯვრის ხელმძღვანელობას“- განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, აუცილებელია, რომ ეს საკითხი, რომელიც პოლიტიკური შემადგენელის გარდა მძიმე ჰუმანიტარული კონტექსტის მატარებელია, სათანადოდ იყოს აღქმული და შეფასებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მისივე განცხადებით, მისი დავალებით ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან შეხვედრა გამართა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, რადგან აუცილებელიაოჯახმა ძალიან კარგად იცოდეს, რომ სახელმწიფო მიმართავს ყველა ძალსიხმევას მათი ოჯახის წევრის განთავისუფლებისათვის.