გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გორისციხეზე დროშას აღარ ცვლიან

26-11-2019

ტენდერი, რომელიც 30 მ სიმაღლეზე, ახალ ეროვნული დროშის აღმართვას ითვალისწინებდა, არ შედგა. ამის შესახებ ინფორმაცია გორის მერიის შესყიდვების სამსახურიდან მოგვაწოდეს.

სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, სატენდერო წინადადებების მიღება 25 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ტენდერში მონაწილეობის სურვილი 

არც ერთი კომპანიის წარმომადგენელმა გამოთქვა.

შეგახსენებთ, გორის მერიამ გორისციხეზე ახალი დროშის მონტაჟისთვის 13 690 ლარი გამოყო.

ეროვნული დროშა 3 მ სიგანის და 4,5 მ სიგრძის უნდა ყოფილიყო. მისი აღმართვა 30 დეკემბერს იგეგმებოდა.

"შიდა ქართლი"