გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თბილისში აქციის დარბევის დროს ქუთაისელ მამაკაცს თვალი დაუზიანდა

26-11-2019

თბილისში აქციის დარბევის დროს ქუთაისელი მამაკაცი დაშავდა. ზაზა ლიპარტელიანს წყლის ჭავლი პარლამენტის უკანა შესასვლელთან ყოფნის დროს მოხვდა.

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის ბესო ბრეგაძის ინფორმაციით, ზაზა ლიპარტელიანს წყლის ჭვალმა თვალი ამოუბრუნდა და სახი ძვლები დაუმტვრია.

"წყლის ჭავლი მოხვდა, რამაც თვალი ამოუბრუნა. ახლა კლინიკაში ვართ, თვალი ჩაუსვეს, მაგრამ ძვალი, რაც ამაგრებს თვალს, დამსხვეულია. ოპერაცია ჭირდება და ახლა კლინიკაში ექიმს ველოდებით"-განაცხადა ბესო ბრეგაძემ "ნიუპრესთან" საუბარში.

დაშავებული მამაკაცი 50 წლამდეა, ის აქციაზე დასასწრებად ქუთაისიდან გაემგზავრა.

ზაზა ლიპარტელიანს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრია. 

newposts