გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოხუმი: ბინადრობის ნებართვა მხოლოდ გალის რაიონის მცხოვრებლებზე გაიცემა

24-01-2018

2018 წლის იანვრის მონაცემებით, "აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის" 49 763 ახალი პასპორტი გაიცა. საერთო ჯამში 140 ათასი პასპორტი უნდა გაიცეს, წერს "აბხაზია ინფორმი", დე ფაქტო აფხაზეთის შსს - ს საპასპორტო სამმართველოს უფროსის ედუარდ მანარღიას მონაცემებზე დაყრდნობით.

რაც შეეხება ბინადრობის ნებართვას, მანარღიას განცხადებით, ეს დოკუმენტი ჯერჯერობით მხოლოდ გალის რაიონის მცხოვრებლებზე გაიცემა. მისივე თქმით, მომავალში მის მიღებას სხვა რაიონების მცხოვრებლებიც შეძლებენ.
ამ დროისათვის გალის რაიონში ბინადრობის 1 573 ნებართვაა გაცემული, წარმოებაშია - 4 447.

მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გალის რაიონში ადრე გაცემული პასპორტების ძირითადი ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ "2013 წლის მოწვევის პარლამენტმა არაკანონიერად ცნო", ამ დრომდე 17 ათასი პასპორტი ჯერ კიდევ მოქალაქეების განკარგულებაში რჩება.

"აფხაზეთის მოქალაქის" ახალი პასპორტების გაცემა 2016 წლის მაისში დაიწყო.

რადიო "ათინათი"