26-11-2019
საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტისა და კრიტიკოსის იონა მეუნარგიას დაბადებიდან 167 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეუნარგიას ძეგლი ყვავილებით შეამკეს.
დღესვე, იონა მეუნარგიას მშობლიურ სოფელ ცაიშში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
იონა მეუნარგია 1852 წლის 26 ნოემბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში, დეკანოზ მიხეილ მეუნარგიასა და სუსანა გაწერელიას ოჯახში დაიბადა.
რადიო "ათინათი"