გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: დავით ბაქრაძეს ეპატიება, მაგრამ იურისტებს არ ეპატიებათ იმის არცოდნა, რომ „გერმანული მოდელი“ საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

26-11-2019

შეგვიძლია ერთად დავსხდეთ და სათითაოდ, არგუმენტირებულად ავუხსნათ ოპოზიციას, სად არის წინააღმდეგობა „გერმანულ მოდელსა“ და საქართველოს კონსტიტუციას შორის, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიას განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომ თუ ხელისუფლება "გერმანულ მოდელს" დათანხმდება, დეკემბრის ბოლომდე ქვეყანას სამართლიანი საარჩევნო სისტემა ექნება და აქციები შეწყდება.

კობახიძის თქმით, ბაქრაძეს „გერმანულ მოდელზე“ საუბარი ეპატიება, თუმცა „უმარტივესი კაზუსია“, რომ „გერმანული მოდელი“ საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის.

„ბაქრაძეს ეპატიება იმიტომ, რომ იურისტი არ არის. რაც შეეხება იურისტებს, მათ არ ეპატიებათ იმის არცოდნა, რომ „გერმანული მოდელი“ საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

შეგვიძლია ერთად დავსხდეთ და სათითაოდ, არგუმენტირებულად ავუხსნათ ოპოზიციას, სად არის წინააღმდეგობა „გერმანულ მოდელსა“ და საქართველოს კონსტიტუციას შორის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ არის რთული კაზუსი, ეს არის უმარტივესი კაზუსი, რომელიც პირველი კურსის პირველ ლექციაზე შეიძლება ამოიხსნას სტუდენტის მიერ. შესაბამისად, ძალიან მარტივად დავსხდებით და ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.