24-01-2018
ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას თქმით რაულ ხაჯიმბამ მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებები არ შეასრულა. შამბას განცხადებით, ქვეყანაში არათუ დაპირებები შესრულდა, არამედ აფხაზეთი სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ზღვარზეა. აღნიშნულ საკითხზე შამბამ პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი მოძრაობების კავშირის შეკრებაზე ისაუბრა:
„ჩვენ არ შეგვიძლია, გულგრილი ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება... მე ოცი წელია ვსაუბრობ იმ ცვლილებებზე , რომლის გატარებაც აუცილებელია, იმისთვის რომ პარლამენტმა აღმასრულებელი ხელისუფლება აკონტრილოს. ჩვენ კი დღეს გვაქვს პარლამენტი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ პრეზიდენტი დაიცვას, არჩევნებზე მე მხარს ხაჯიმბას ვუჭერდი, იმიტომ რომ მომავალი პრეზიდენტიც და ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატიც დიდხანს საუბრობდნენ და მარწმუნებდნენ იმაში, რომ იქნებოდა რეფორმები, იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება პარლამენტისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების გადანაწილების შესახებ, დაიწყებოდა მოქმედი ღონისძიებების გატარება კორუფციასთან ბრძოლაში და ასე შემდეგ. მეც დავიჯერე, მაგრამ გავიდა სამი წელი და მე ვხედავ, რომ არაფერი არ გვაქვს... მე მთელი ცხოვრება ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის ვიბრძოდი, მაგრამ ჩვენ დღეს ვდგავართ წითელ ხაზთან, რომლის იქითაც ამ სახელმწიფოებრიობის დაკარგვაა“- განაცხადა სერგეი შამბამ.