გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ახალციხეში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება

27-11-2019

ქალაქ ახალციხეში, ბაგინაშვილისა და სამსონიძის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

ქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ეწყობა სანიაღვრე არხები, საყრდენი კედლები, საფეხმავლო ბილიკი, მოწესრიგდება 11 ჩიხი და ასფალტის საფარი დაიგება გზის 1800 მეტრიან მონაკვეთზე.

აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, წლების განმავლობაში ადგილობრივები გრუნტის გზით სარგებლობდნენ და განსაკუთრებთ უამინდობის დროს გადაადგილება უჭირდათ.

გზის რეაბილიტაციის გარდა დასახლებაში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ საკანალიზაციო ქსელის მოწყობაც მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შედეგად ადგილობრივები გამართული საგზაო და წყალარინების ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.