გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ 77 მანდატი ნაწილდება პროპორციული სისტემით, ანუ აქ გერმანულ მოდელთან პირდაპირი შინაარსობრივი შეუთავსებლობაა

27-11-2019

„ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ 77 მანდატი ნაწილდება პროპორციული სისტემით, ანუ აქ არის პირდაპირი შინაარსობრივი შეუთავსებლობა გერმანულ მოდელთან“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ თოქშოუში „არენა“.

„თუ შევადარებთ, არის თუ არა ერთმანეთთან თანხვედრაში გერმანული მოდელი და საქართველოს კონსტიტუცია, გერმანული მოდელი გულისხმობს, რომ ყველა მანდატი ნაწილდება პროპორციული სისტემით, მათ შორის 73 მაჟორიტარული მანდატიც” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ განმარტა, ეს არის 150 პროპორციული, მათ შორის 73 მაჟორიტარული.

საქართველოს კონსტიტუცია სიტყვა-სიტყვით გვეუბნება 77 +73, ანუ ჩვენ თუ ვიტყვით, რომ გერმანული მოდელი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერს მაშინ უნდა ვთქვათ, რომ 77 უდრის 150-ს რაც, ბუნებრივია, ალოგიკურია” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სატელევიზიო დებატისას ირაკლი კობახიძე შეეცადა ნათლად წარმოედგინა გერმანული მოდელის არსი.

მისი თქმით, როდესაც გერმანულ მოდელზეა საუბარი, საჭიროა ჩავიხედოთ გერმანიის კანონშიც, სადაც წერია, რომ რომ გერმანიის ბუნდესტაგის ყველა წევრი აირჩევა პროპორციული წარმომადგენლობის სისტემის შესაბამისად. მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა მანდატი ნაწილდება პროპორციულად და არა ნახევარი რაც არის დადგენილი ჩენს შემთხვევაში.

„გერმანული მოდელის ინგლისურენოვანი სახელწოდება ნიშნავს „შერეული წევრობის პროპორციული წარმომადგენლობის სისტემას“, ანუ ეს არის პროპორციული წარმომადგენლობის სისტემა, ხოლო გერმანულად ამას ეწოდება „პერსონალიზებული პროპორციული სისტემა“. ორივე სახელწოდება მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები ამ შემთხვევაში არსებითად არის პროპორციული და აქ არის შემოტანილი პერსონალური ელემენტები არჩევის დროს, თორემ ორივე შემთხვევაში სახელის მიუთითეებს, რომ ყველა მანდატი ნაწილდება პროპორციული სისტემით” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, „აქ საუბარი არ არის მარტო ტექსტზე, აქ მთავრი შინაარსია.

„ოპოზიცია ხომ იმიტომ ითხოვს გერმანულ მოდელს, რომ ყველა მანდატის პროპორციულად განწილება სურს და ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ 77 მანდატი ნაწილდება პროპორციული სისტემით. ანუ აქ არის პირდაპირი შინაარსობრივი შეუთავსებლობა მოქმედ ტექსტს და მის შინაარსს და გერმანულ მოდელს შორის. ძალიან მარტივი კაზუსია. მე გერმანიაში მაქვს გავლილი იურიდიული განათლება და თუნდაც პირველ კურსზე, როცა სამართალს გადიან სტუდენტები ასეთი სირთულის კაზუსები არ მოდის ხოლმე გამოცდაზე არის ბევრად უფრო მარტივი შესაბამისი კაზუსები.

აქ საუბარია იმაზე, რომ არის პოლიტიკური მოცემულობა და პოლიტიკური ინტერესი ძლევს ხოლმე ხანდახან იურისპრუდენციას თუმცა ჩვენ უნდა დავრჩეთ იურისპრუდენციაში, იმიტომ , რომ მთავარია კონსტიტუციას არ გადავუხვიოთ. კონსტიტუცია უნდა იყოს უზენაესი და ნებისმიერი სისტემა, რომელიც დაინერგება კანონის დონეზე უნდა იყოს თვასებადი კონსტიტუციასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.