გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ცხინვალის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რუსული არმიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოხდა

24-01-2018

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფების რუსული არმიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. 

კანონს მხარი დეპუტატთა სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა. 

„რუსეთმა საკუთარი არმიის ძლევამოსილება დანიშნულებისამებრ უნდა გამოიყენოს. არ უნდა გვერიდებოდეს სხვა ქვეყნებში ჩვენი კონტიგენტის გაზრდა, მათ შორის მოკავშირე ქვეყნების ბიუჯეტის ხარჯზე. თუ ვხედავთ, რომ ამერიკელები თავხედურად აწვდიან საქართველოს ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინების სისტემებს, მაშინ ჩვენ არ უნდა შეგვრცხვეს და საჯაროდ გავატაროთ მსგავსი ღონისძიებები მეგობარ ქვეყნებთან.

იმის ნაცვლად, რომ ქვეყნებს მივცეთ კრედიტები და შემდეგ ვალი ვაპატიოთ, აჯობებს ამ თანხით დაგვიკვეთონ ტექნიკა და შემდეგ დემონსტრაციულად მივაწოდოთ შეიარაღება. განცხადებებით და ხისტი წერილებით ოჯახში წესრიგს ვერ დავამყარებთ, ამისთვის საჭიროა მხოლოდ შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა და მსოფლიოსთვის ჩვენი ძლევამოსილების დემონსტრირება“-განაცხადა რუსეთის სათათბიროს „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ფრაქციის წევრმა ალექსანდრ შირინიმ.