გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზუგდიდის სკოლის მოსწავლეების ერთი დღე პროკურატურაში

24-01-2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვდერა გაიმართა. უფროსკლასელებს რაიონის პროკურორი ლევან სალია უწყების მნიშვნელობასა და ფუნქციების შესახებ ესაუბრა. მათ ასევე ინფორმაცია პროკურორების საქმიანობისა და უფლებების შესახებ მიაწოდათ.

პროკურორის თქმით, მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებში სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის გაზრდას უწყობს ხელს.

„პროკურატურაში რამოდენიმე სკოლის მოსწავლე გვესტუმრა. მათ ჰქონდათ საშუალება ეხილათ პროკურორის ერთი დღე პროკურატურაში. დასვეს ბევრი საინტერესო შეკითხვები, რაზეც მათ ამომწურავი პასუხები გავეცით“, - აღნიშნა სალიამ.

შეხვედრა პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურა“ ფარგლებში გაიმართა. მისი მიზანია ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენცია, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის ამაღლება.

რადიო "ათინათი"