გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ეკატერინე ტიკარაძე: აქტიური თანამშრომლობა კლინიკებთან, ჩვენ დავიწყეთ ივლისის თვეში, როდესაც სამინისტროს პორტალზე არსებული საშუალებებით, ჩვენ ოფიციალურად მოვახდინეთ მათი მხრიდან ფასების გამოთხოვა

27-11-2019

„საქართველოს ბაზარზე არსებული კლინიკები ოპერირებდნენ არათანაბარი ფასების პირობებში, რომელიც არ იყო გამჭვირვალე არც სახელმწიფოსთვის და, სამწუხაროდ არც პაციენტებისთვის“,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ფასებზე მუშაობა და კლინიკებთან აქტიური თანამშრომლობა ივლისში დაიწყო, როდესაც სამინისტროს პორტალზე არსებული საშუალებებით, მათი მხრიდან ფასების გამოთხოვა მოხდა.

„საქართველოს ბაზარზე არსებული კლინიკები ოპერირებდნენ არათანაბარი ფასების პირობებში, რომელიც არ იყო გამჭვირვალე არც სახელმწიფოსთვის და, სამწუხაროდ, არც პაციენტებისთვის. ასეთი მეთოდოლოგია და ბაზრის მოწყობის მეთოდი არაერთ სხვა ქვეყანაში იყო, რომლებმაც ასევე უარი თქვეს - მაგალითად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 70-იან წლებში უარი განაცხადა და უარი თქვა მსგავს დაფინანსებაზე სახელმწიფოს მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, განვასხვავოთ ფასების გათანაბრება თუ ფასების დადგენა. ჩვენ მხოლოდ ფასები დავადგინეთ ბაზარზე, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო როგორც სახელმწიფოსთვის, ისე პაციენტისთვის, თუ სად და რატომ მიდიოდა ეს ფინანსები. სწორედ ეს გახლდა გარკვეულწილად იმ ვნებათაღელვის გამომწვევი, რომელიც დღეს სახეზეა. რა თქმა უნდა, მე ძალიან დიდ წუხილს გამოვხატავ.

ამ რეფორმის დაგეგმვა და „დიარჯი“ სტანდარტზე გადასვლა სახელმწიფოს უკვე არაერთი წელია დაანოსნებული აქვს და კონკრეტულად ამ ფასებზე მუშაობა და აქტიური თანამშრომლობა კლინიკებთან დავიწყეთ ივლისში, როდესაც სამინისტროს პორტალზე არსებული საშუალებებით, ოფიციალურად მოვახდინეთ მათი მხრიდან ფასების გამოთხოვა, რომლის დამუშავებაც შემდეგ მოხდა და, ასევე, ბაზრის შესწავლა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ შევისწავლეთ, რომელი მომწოდებელი რა თანხად აწვდის კლინიკებს კონკრეტულ მასალებს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მიზანი არ ყოფილა ხარისხის კომპონენტზე რისკის აღება და ხარისხი უნდა ყოფილიყო დაცული პაციენტისთვის, ეს არის ჩვენი ვალდებულება და, ასევე, ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება, რომ ჯანდაცვის სერვისები ხელმისაწვდომი ჰქონდეს როგორც ფინანსურად, ისე გეოგრაფიულად“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.