გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში ახალგაზრდა ბიჭი 7-მა მამაკაცმა სასტიკად სცემა

14-11-2017

ახალგაზრდა მამაკაცის ცემის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. ა. გ. მის პირად გვერდზე წერს: "დღეს ჩემი კორპუსის ქვემოთ 7 "კაცმა" იქვე მომუშავე ბიჭი გამოიყვანა სავაჭრო ობიექტიდან და სასიკვდილოდ სცემა. მანამდე სცემდნენ, ვიდრე პირიდან დუჟები არ გადმოუვიდა. რაზე სცემდნენ არ იკითხავთ? უბნელი ელემენტები მანამდე პროდუქტს სთხოვდნენ, მერე ფული მოსთხოვეს, იმან არ მისცა, გამოიყვანეს და სასტიკად გაიმეტეს. ეს საქართველოა" .

ბათუმში, ახალგაზრდა კაცის ცემის შესხებ საქმე არ აღძრულა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაზარალებული ცემის ფაქტს უარყოფს. უწყებაში ინფორმაცია არც სასწრაფო დახმარების სამსახურიდან შესულა. ცენტრში ამბობენ, რომ ამ მისამართზე გამოძახება დაფიქსირდა, თუმცა, იქ მისულებს დაზარალებული გადაყვანილი დახვდათ. "ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოქალაქეებმა უთხრეს, რომ დაზარალებული საავადმყოფოში სხვა მოქალაქემ გადაიყვანა", - აცხადებენ სასწრაფო დახმარების სამსახურში.

თავად ინციდენტის თვითმხილველები კი ამბობენ, რომ ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდნენ. "ბავშვი ძირს რომ ეგდო, მაშინ დავინახე. რამდენი იყვნენ არ დამინახავს, უკვე ცუდად რომ იყო ბავშვი და სასწრაფო მოვიდა, მაშინ გავედი და. ხმაური იყო, მაგრამ მაღაზიიდან მე ვერ გავდივარ. ძირს ეგდო ბავშვი. პოლიციაც მოვიდა და სასწრაფოც, მაგრამ რა გადაწყვიტეს, რა გააკეთეს არ ვიცი. აიყვანა თუ არა პოლიციამ ვინმე, არ ვიცი, არ დამინახავს" - აცხადებს თვითმხილველი ვიოლეტა გორგილაძე.

ცემის ფაქტს თავად დაშავებულიც ადასტურებს, თუმცა კომენტარს არ აკეთებს. სამართალდამცავებისთვის მას არ მიუმართავს.


წყარო: "აჭარის ტელევიზია"