გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ მახსოვრობა არ წაგვშლია, ამათ ხალხი სამართავ ბერკეტებს აღარ მისცემს

28-11-2019

"მათ თვითონ სჯერათ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. უნდა ნახოთ ერთმანეთს როგორ არწმუნებენ, დღეს არა ხვალ, ხვალ არა ზეგო. ის იქიდან გზავნის ნაძარცვ ფულს, არიგებენ ამ ფულს ბავშვებში და ნახეთ, როგორ იქცევიან ბავშვები"-ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.

"ჩვენ გვეძახიან არა ოკუპაციას, ჩვენ გვეძახიან, რომ სამართლიანად ჩაატარეთ არჩევნებიო, ყველაფერი შეიძლება მოგვაწერონ, მაგრამ დღეს რომ ყუთებში მხოლოდ ამომრჩევლის ხმები მიდის და ითვლება, არავის ეჭვი არ აქვს, არცერთ დამკვირვებელს, მათ შორის უცხოელებსაც. თვითონაც კი ვერ ბედავენ ამაზე საუბარს. ხომ გახსოვთ როგორც ატარებდნენ არჩევნებს. გარდა უამრავი უკუღმართობისა, ბიულეტენებსავ თვითონ ყრიდნენ ყუთებში. ჩვენ ეს ყველაფერი შევცვალეთ და მაგათ დაბრუნების არანაირი შანსი არ აქვთ. ეს არის ტრაგიკული მათთვის პირველ რიგში, მერე მთელი ქვეყნისთვის, რომ ანალიზის გაკეთების უნარი არ აქვთ, რომ ესენი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. ამათ ქართველი ხალხი სამართავ ბერკეტებს აღარ მისცემს, იმიტომ, რომ ჩვენ მახსოვრობა არ წაგვშლია, კარგი მახსოვრობა გვაქვს და კარგად ვხედავთ ყველაფერს"-განაცხადა ივანიშვილმა.