გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2 დღეა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთიდან რუსეთისკენ 10-მდე მიკროავტობუსს არ უშვებენ

28-11-2019

რუსეთის ფედერაციის ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, ორი დღე და ღამეა, 10-მდე მიკროვატობუსია გაჩერებული. მებაჟეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურს წარმოადგენენ, მიკროავტობუსის მძღოლების დოკუმენტაციას ამოწმებენ და ასევე პროდუქტის წარმომავლობას იკვლევენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ვლადიკავკაზის საინფორმაციო სააგენტო ,,ოსეთია ნიუსი" ავრცელებს. ჩრდილოეთ ოსეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტის წარმომადგენლები ,,ოსეთია ნიუსთან" საუბარში აცხადებენ, რომ თუ მძღოლებს არ უშვებენ, ე.ი. დოკუმენტაციის 

პრობლემაა.

სიტუაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაშიც გამოეხმაურნენ. ცხინვალის მედია ვითარებით დაინტერესდა. ჟურნალისტები რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელს დაუკავშირდნენ, რომელიც დე-ფაქტო რესპუბლიკაშია მივლინებული. ოლეგ რევა აცხადებს, რომ სატვირთო ავტომობილების მძღოლებს პრობლემები, გადაზიდული საქონლის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, შეექმნათ.

,,ეს პრობლემა ახალი არ არის და თითქმის ყოველწლიურად იჩენს თავს 2010 წლიდან. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კანონი უნდა განხორციელდეს,” - განაცხადა რევამ ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო ,,რესთან" საუბარში.

"შიდა ქართლი"