გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს მედიაში, პარლამენტში, ქუჩაშიც, თუმცა კანონის სრული დაცვით

28-11-2019

პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს მედიაში, პარლამენტში, შესაძლოა, ქუჩაშიც, თუმცა კანონის სრული დაცვით და საბოლოო ჯამში ეს არის პროცესი, რომელიც ლოგიკურად, საარჩევნო უბანზე სრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბოლო დღეების განმავლობაში, ერთმნიშვნელოვნად აშკარად ჩანს, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ყველა ეს დესტრუქციული ქმედება მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას.

„ჩვენ, მთავრობას გვაქვს ვალდებულება თითოეული მოქალაქის წინაშე და ჩვენი ვალდებულება მდგომარეობს იმაში, რომ არ მივცეთ არავის უფლება, მიუხედავად მრავალგზის დესტრუქციული ქმედებებისა, სახელმწიფოს ბლოკირების მცდელობისა, რაიმე დესტრუქციული ქმედება გადმოვიდეს ჩვენს ბიუროკრატიაზე. ჩვენი ბიუროკრატია, ჩვენი სახელმწიფო მოხელეები, უნდა იყვნენ აბსოლუტურად ეფექტურები და კიდევ უფრო კონცენტრირებულად უნდა იზრუნონ მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ყოველდღიურ პრობლემებზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვალდებულება მდგომარეობს იმაში, რომ არ მივცეთ არავის უფლება, მიუხედავად მრავალგზის დესტრუქციული ქმედებებისა, სახელმწიფოს ბლოკირების მცდელობისა, რაიმე დესტრუქციული ქმედება გადმოვიდეს ჩვენს ბიუროკრატიაზე. ჩვენი ბიუროკრატია, ჩვენი სახელმწიფო მოხელეები, უნდა იყვნენ აბსოლუტურად ეფექტურები და კიდევ უფრო კონცენტრირებულად უნდა იზრუნონ მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ყოველდღიურ პრობლემებზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.