გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მამუკა მდინარაძე: ველით, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ 50-დან 60%-მდე აიღებს

28-11-2019

„საარჩევნო შედეგებთან მიმართებაში, ჩვენი მოლოდინი არის რომ „ქართული ოცნება“ აიღებს 50-დან 60%-მდე. ეს იქნება ჩვენი შედეგი. ეს არის გონივრული მოლოდინი. სწორედ, ეს იცის „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ და ამის გამოა, რომ ცდილობენ პროცესები ქუჩაში გადაიტანონ. სხვა შემთხვევაში მათ კარგად უწყიან, რომ საარჩევნო ეგიდით, მათ ის პერსპექტივა არ აქვთ, რაც აქვთ ილუზიაში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პარლამენტმა წინააღმდეგობაშია როგორც პირადად მის ისე, უმრავლესობის უმრავლესობის პოზიციასთან.

„საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აზრი კი არა, გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია პირადად ჩემს და უმრავლესობის უმრავლესობის პოზიციასთან, მაგრამ საჭირო იყო ხმების ის რაოდენობა, რომელიც პარლამენტში სამწუხაროდ, ვერ მოგროვდა. ჩვენი უცხოელი პარტნიორების განწყობა ამასთან დაკავშირებით ემთხვევა ჩვენს განწყობას.

მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მე, პირადად, მიუხედავად იმისა თუ რა გადაწყვეტილება მიიღო საბოლო ჯამში პარლამენტმა, ვარ პროპორციული სისტემის მომხრე, მაგრამ ამის უზრუნველსაყოფად „კმარას“ გაცვეთილი მეთოდები არ არის შედეგიანი და ქუჩაში 200, 300, 50 თუ აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა რაოდენობას, ადამიანის სირბილი არ მოიტანს შედეგს. ამას შესაძლოა სჭირდებოდეს საუბარი, პოლიტიკური პროცესების გაგრძელება, მაგრამ ეს თავის მხრივ, შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც „გაცვეთილი“, „მეორადი კმარელები“ დაეშვებიან მიწაზე და მიხვდებიან, რომ პოლიტიკური პროცესი უნდა გადავიდეს მედიაში, პარლამენტში, კი ბატონო ქუჩაში, მაგრამ კანონის ფარგლებში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ დემოკრატიის გზისკენ სიარული განაგრძოს.

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს დემოკრატიის გზისკენ სიარული და ამას უზრუნველვყოფთ ჩვენ. ასევე, გასაზიარებელია და მთავარია, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ერთობლივი განცხადების პათოსი, სადაც ისინი ასევე, მოუწოდებენ დემონსტრანტებს, რომ დასხდნენ კანონის ფარგლებში და ჩარჩოებში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.