გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გორში ალეკო ელისაშვილის მოსახლეობასთან შეხვედრას ხმაური მოჰყვა

28-11-2019

ალეკო ელისაშვილის შეხვედრას მოსახლეობასთან გორში ხმაური მოჰყვა.

„სამოქალაქო მოძრაობა“ კამპანიის „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ ფარგლებში კახეთის შემდეგ გორის აგრარულ ბაზარში მივიდა. ელისაშვილი გორისა და გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარების იოსებ მაკრახიძისა და თემურ ხუბულურის კორუფციულ სქემებსა და პროპორციული სისტემის უპირატესობებზე ესაუბრებოდა, რის გამოც იქ მყოფი ხალხი ელისაშვილსა და მის თანაგუნდელებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

რამდენჯერმე შეხლა-შემოხლაც იყო, ვითარება სამართალდამცველებმა განმუხტეს. ელისაშვილის განცხადებით, ,,2016 წლიდან დღემდე, მაკრახიძისა და მისი ცოლის კომპანიებს 92 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს მაშინ, როდესაც ხალხს უჭირს.

რაც შეეხება დაპირისპირებას, ელისაშვილი ამბობს, რომ მას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულები დაუპირისპირდნენ და არა რიგითი მოქალაქეები.

imedinews.ge