გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

„ევროპელები“ პროტესტის ნიშნად საპარლამენტო თანამდებობებსა და კომიტეტებს ტოვებენ

28-11-2019

„ევროპული საქართველოს“ წევრები პროტესტის ნიშნად პარლამენტში მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებსა და პარლამენტის კომიტეტებს ტოვებენ. პარტიაში შემავალი ფრაქციების წევრებმა პარლამენტს შესაბამისი თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადებით უკვე მიმართეს.

როგორც imedinews-ს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურში განუცხადეს, ოთო კახიძე და ირაკლი აბესაძე იურიდიულ კომიტეტს ტოვებს, ამასთან, კახიძე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტსაც ტოვებს.

სერგი კაპანაძე განათლების, მეცნიერების და კულტურის და ევროინტეგრაციის კომიტეტებს ტოვებს, ელენე ხოშტარია კი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან მიდის.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დეპუტატები ლაშა დამენია და ლელა ქებურია ტოვებენ. ამას გარდა, ზურაბ ჭიაბერაშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს, ზაზა კედელაშვილი კი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ტოვებენ.

imedinews.ge