გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ვლადიმერ ბოჟაძე: ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის გუშინდელი ინტერვიუდან ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ისაა, რომ არ იქნება ქაოსი, არეულობა, დესტაბილიზაცია

28-11-2019

"ჩემთვის პირადად როგორ ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქისთვის გუშინდელი ინტერვიუდან ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი არის ის რომ სახელმწიფოში არ იქნება ქაოსი, არეულობა, დესტაბილიზაცია, სახელმწიფო გადატრიალების თუ რევოლუციის მცდელობა იქნება აღკვეთილი კანონის ფარგლებში და ქვეყანა გააგრძელებს სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში განვითარებას”,- ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

ბოჟაძე მზადყოფნას გამოთქვამს, ჩაერთოს ნებისმიერ დისკუსიაში, რომელიც საარჩევნო საკითხებს შეეხება.

"საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა; სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების, აგრეთვე რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით; არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება. საყოველთაო არჩევნებში არჩეული ორგანოს მიმდინარე უფლებამოსილების ვადის კონსტიტუციით ან კანონით შემცირება ან გაზრდა დაუშვებელია; პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ეფუძნება მათი თავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობის და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს. ჩემთვის პირადად როგორ ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქისთვის გუშინდელი ინტერვიუდან ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი არის ის რომ სახელმწიფოში არ იქნება ქაოსი, არეულობა, დესტაბილიზაცია, სახელმწიფო გადატრიალების თუ რევოლუციის მცდელობა იქნება აღკვეთილი კანონის ფარგლებში და ქვეყანა გააგრძელებს სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში განვითარებას.