გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ შავ პარასკევს გრანდიოზულ აქციას აცხადებს

28-11-2019

• ონლაინ პლატფორმა mygpi.ge-ზე პოლისის შეძენისას „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებლებს 15%-დან 100%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.

• ფასდაკლება 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე გაგრძელდება

28 ნოემბერი. თბილისი: „ჯიპიაი ჰოლდინგი „ შავი პარასკევის აქციასთან დაკავშირებით მომხმარებელს 15%-დან 100%-მდე ფასდაკლებებს სთავაზობს. ფასდაკლების მიღებისთვის აუცილებელი პირობა ონლაინ პლატფორმის გამოყენებაა, რაც mygpi.ge-ზე პოლისის ყიდვას გულისხმობს.

Black Friday- ს შეთავაზებები 29-დან 2 დეკემბრამდე გაგრძელდება და შემდეგი პროდუქტებზე ვრცელდება:

• ჯანმრთელობის დაზღვევა - 15%
• მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა - 15%
• ონკოქეარი - 20%
• ავტოდაზღვევა - 20%;
• ბინის დაზღვევა - 25%
• სამოგზაურო დაზღვევა - 50%
• ავტომობილის სტიქიისგან დაზღვევა - 100%

თინათინ სტამბოლიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი: „დარწმუნებული ვარ, ჩვენი ონლაინ პლატფორმის mygpi.ge მომხმარებელი მოუთმენლად ელოდება შავი პარასკევის ფასდაკლებებს, რადგან უკვე მესამე წელია უაღრესად შეღავათიან ფასში ვთავაზობთ ყველაზე პოპულარულ სადაზღვევო პოლისებს. წელს 100%იანი, ანუ სრულიად უფასო შეთავაზებაც გვაქვს - რაც ავტომობილის სტიქიური რისკებისგან დაზღვევას ეხება. ჩვენი სოციალური პროექტი ყველა ავტომფლობელს ეხება და ცხადია, გვინდა ეს აქცია უკვე ონლაინ სივრცეშიც გავრცელდეს. მომხმარებლებს რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ mygpi.ge-ზე შესვლა და სახლიდან გაუსვლელად, ორ წუთში სასურველი პოლისის ყიდვა.“
Mygpi.ge საქართველოში დაზღვევის პირველი ონლაინ პორტალია, სადაც პოლისის შეძენასთან ერთად, მომხარებელს შესაძლებობა ეძლევა უმოკლეს დროში მიიღოს სრული სადაზღვევო მომსახურება.
***
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელსაც 2018 წლის მონაცემებით, ბაზარზე ყველაზე დიდი წილი - 19% უჭირავს და ლიდერია როგორც კორპორაციულ , ისე საცალო მიმართულებით. ჯიპიაი ჰოლდინგში 830 ადამიანი მუშაობს საქართველოს 6 ფილიალში და ემსახურება 250,000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2018 წლის კვლევის მიხედვით, ჯიპიაის ყველაზე მეტი ადამიანი ენდობა.