გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ იანვრის თვეში მკვდარი ძუძუმწვრის გამორიყვა უცნაური ფაქტია, რადგან ასეთი შემთხვევები ძირითადად მარტიდან ფიქსირდება. გუჩმანიძის თქმით, აპრილიდან ახალი პროექტი დაიწყება, რომლის ფარგლებშიც მკვდარი ძუძუმწოვრის გამორიყვის შემთხვევაში, მიზეზების დეტალურად შესწავლა მოხდება. საკვლევი მასალა კი ბელგიაში გადაიგზავნება.
„გაკვირვებულები ვართ, წესით ამ პერიოდში გამორიყვები არ უნდა გვქონდეს. ეს, რომ გვცოდნოდა, პროექტს იანვრიდან დავგეგმავდით. ამ ეტაპზე მხოლოდ შემთხვევის ადგილზე გასვლა, ფოტოების გადაღება, სახეობის დადგენა, სქესის და ზომების განსაზღვრა ხდება“, - ამბობს გუჩმანიძე
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დელფინების გამორიყვის მიზეზი შესაძლოა შტორმი გახდა.
2017 წელს ზღვიდან მკვდარი ძუძუმწოვრის გამორიყვის სულ 98 შემთხვევა დაფიქსირდა.