28-11-2019
,,ვამხილოთ ფეოდალი მაკრახიძე" - ამ შინაარსის აქცია გორში ,,სამოქალაქო მოძრაობის" წევრებმა გამართეს. ,,ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების" ფარგლებში მორიგი აქცია გორის მაჟორიტარი დეპუტატის , იოსებ მაკრახიძეს მიეძღვნა.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გორის მოსახლეობას მაჟორიტარის საქმიანობის კორუფციულ სქემები გააცნო და პროპორციული სისტემის უპირატესობებზე ისაუბრა. მაკრახიძეა ის დეპუტატი, რომელმაც სხვა მაჟორიტარების მსგავსად, პროპორციულ არჩევნებს მხარი არ დაუჭირა.
აქცია სავაჭრო ცენტრ 21-ე
საუკუნესთან გაიმართა.
,,2016 წლიდან დღემდე, მაკრახიძისა და მისი ცოლის კომპანიებს 92 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მოგებული. ამართი: გორი, ჯორბენაძის ქუჩა 37. "წმინდაწყლის" აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. " - აღნიშნავს ალეკო ელისაშვილი.