გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

“მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე” – თომა ჩაგელიშვილის ფილმის პრემიერა ზუგდიდში

28-11-2019

ზუგდიდში კინოდოკუმენტალისტ თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის, “მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე”,- ჩვენება გაიმართება.

ფილმი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შექმნილ ვითარებას ასახავს, როდესაც სოფელ ხურვალეთის მაცხოვრებლები ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან. ისინი არაღიარებული, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე, სოფელ ხურვალეთში ცხოვრობენ.

ორგანიზატორების თქმით, ეს დოკუმენტური ფილმი თვალყურს ადევნებს, თუ როგორ ეგუებიან ადგილობრივები ახალ მდგომარეობას. ისინი ცდილობენ თავი აარიდონ რუს მესაზღვრეებს და ღობეზე ძვრებიან, რათა ერთმანეთს მოსავლის აღებაში დაეხმარონ.

დოკუმენტური ფილმის ჩვენება სოციალურ კაფე “მეგო-ბარში” 30 ნოემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

თომა ჩაგელიშვილის ახალი ფილმის მსოფლიო პრემიერა 11 მარტს პრაღაში, დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე “ერთი მსოფლიო” შედგა.

"კვირა"