ცნობილი ოზურგეთელი არქიტექტორი საყვალა სალუქვაძე გარდაიცვალა
25-01-2018
ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად დღეს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცნობილი ოზურგეთელი არქიტექტორი, საყვალა სალუქვაძე გარდაიცვალა.
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, ოზურგეთელ არქიტექტორს საყვალა სალუქვაძეს საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდება მიენიჭა და 2016 წლის საქართველოს რვა საუკეთესო არქიტექტორს შორის დასახელდა.
გარდა ამისა საყვალა სალუქვაძეს 2016 წლის "საუკეთესო არქიტექტორის" წოდება მიენიჭა.
საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი საყვალა სალუქვაძე 1979-1981 წლებში ოზურგეთის რაიონის მთავარი არქიტექტორი იყო. 1995-2006 წლებში კი საქართველოს ურბანიზაციის და მშენებლობის სამინისტროს გურიის მხარის ურბანიზაციის და მშენებლობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. იმავდროულად, იყო გურიის მხარის არქიტექტორიც.
წყარო: "გურიის მოამბე"