კვირა, მაისი 04, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
რუსლან აბაშიძე ფერიდე აცამბას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო

1-12-2019

ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის“ ორგანიზებით ბათუმის მწერალთა სახლში აფხაზი და ქართველი საზოგადო მოღვაწის ფერიდე აცამბას ხსოვნისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ფერიდე აცამბას მოღვაწეობასა და მის წვლილზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების საქმეში.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია,ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოს საპატრიარქოსა დაორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის“ წარმომადგენლები, აჭარაში მცხოვრები აფხაზები და ფერიდე აცამბას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

დღესვე, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე ფერიდე აცამბას სახლ-მუზეუმი გაიხსნა.
ფერიდე აცამბა იყო ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ინსტიტუტსა და აზიის და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტის პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ბათუმის საპატიო მოქალაქე.

მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალი ახალგაზრდა ქართველი და აფხაზი მეცნიერის აღზრდაში.