გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

„გვარამიას ეკრძალება გამოძიების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება“ - პროკურატურა

1-12-2019

„მთავარი არხი“-ს გენერალურმა დირექტორმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ის ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით, დღეს გადაცემაში „მთავარი აქცენტები განცხადებას გააკეთებს.

„ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. სწორედ ერთად მიღებულ, და არა ჩემს მიერ ერთპიროვნულად, როგორც აქამდე ხდებოდა და რაც უსამართლოც იყო და ა პრიორი არასწორიც. უყურეთ, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი უახლოესი გეგმები და სამომავლო ნაბიჯები.

წინასწარ გიხდით მადლობას ინტერესისა და გულშემატკივრობისთვის

შევხვდებით საღამოს, პოსტ ფაქტუმის შემდეგ.“ - წერს ნიკა გვარამია. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 აგვისტოს ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გვარამიას ეკრძალება გენერალური პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება. ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა. „გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა“, - წერია პროკურატურის დადგენილებაში.

 

პრაიმტაიმი

alia