გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

“ქექეც, სანდროც, სოფოც, ჩვენ …” – რა გადაწყვეტილება მიიღო ნიკა გვარამიას ოჯახმა?

2-12-2019

მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ოჯახმა საქართველოში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ გადაცემის “მთავარი აქცენტები” მონოლოგში განაცხადა.

“ქექეც, სანდროც, სოფოც….ჩვენ ვრჩებით” – განაცხადა ნიკა გვარამიამ გადაცემის მონოლოგში.

ცნობისთვის, დღეს მთავარი არხის დამფუძნებელმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “მთავარ აქცენტებში” ქვეყნის დატოვების შესახებ გააკეთებდა განცხადებას.

“მეგობრებო,

დღეს, ძალიან საინტერესო პოსტ ფაქტუმის შემდეგ, უყურეთ “მთავარ აქცენტებს”.

ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. სწორედ ერთად მიღებულ, და არა ჩემს მიერ ერთპიროვნულად, როგორც აქამდე ხდებოდა და რაც უსამართლოც იყო და ა პრიორი არასწორიც. უყურეთ, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი უახლოესი გეგმები და სამომავლო ნაბიჯები.

წინასწარ გიხდით მადლობას ინტერესისა და გულშემატკივრობისთვის .

შევხვდებით საღამოს, პოსტ ფაქტუმის შემდეგ”-დაწერა ნიკა გვარამიამ.

cyc.ge