2-12-2019
"ქუთაისში აქციაზე ულვაშებიანი და აეროდრომის ქუდიანი ხალხი იყო გამოსული"-ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავარ აქცენტებში განაცხადა, სადაც ის ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.
სააკაშვილის თქმით, კარგი მომლხენი, ულვაშა, აეროდრომის ქუდიან იმიჯს ატარებდა ქართველი ხალხი, რუსეთის თვალში.
“რუსეთის იმიჯი ქართველებში იყვნენ ის ჯოჯოები, ულვაშებიანი რომ იყვნენ გამოსულები ქუთაისში. კარგი მსმელები, კარგი მჭამელები. კარგი მომლხენები, ულვაშა აეროდრომის ქუდიანები, ჩვენი მეგობარი ბუბა კიკაბიძე რომ თამაშობდა ფილმებში და მაგრად თამაშობდა, თორემ ბუბა, საერთოდ არ შეესაბამება ამ იმიჯს. აი ასეთი იმიჯი ჩვენ ბოლომდე ჩამოვუშალეთ რუსეთს.“,-ამბობს მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის თქმით, საპროტესტო აქციებმა რეგიონებში უნდა გადაინაცვლოს.
„ჩვენ ყველგან უნდა გავიშალოთ. რეგიონებში უნდა გავიშალოთ. უნდა ვაჩვენოთ რომ ჩვენ ბევრად მეტნი ვართ. გამოიყვანა ქუთაისში 150 სიმახინჯე?! გამოვიყვანოთ 5 ათასი მართლა მაგარი ქუთაისელი. 10 ათასი ქუთაისელი, 20 ათასი ქუთაისელი.“,-ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
“დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება”-ამ სლოგანით ქუთაისში “ქართული ოცნების” მხარდამჭერები აქცია-მსვლელობას გამართეს. მათ თეთრი ხიდიდან გაერთიანებული ოპოზიციის ოფისისკენ გადაინაცვლეს.