გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

„მე ვარ გურიიდან, სადაც პოლიფონიური მუსიკა არის განვითარებული, მაგრამ ამდენ ხმაში როცა საუბრობთ, ვერ ვისმენ“ - თალაკვაძე ჟურნალისტებს

3-12-2019

მე წარმოშობით ვარ გურიიდან, სადაც პოლიფონიური მუსიკა არის განვითარებული, მაგრამ ამდენ ხმაში როცა საუბრობთ, ვერ ვისმენ, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებს.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მას მედიის წარმომადგენლების კითხვები არ ესმის.

„არაფერი არ მესმის. მეგობრებო, მე ვარ წარმოშობით გურიიდან, სადაც არის პოლიფონიური მუსიკა და სიმღერა განვითარებული, მაგრამ ამდენ ხმაში როცა საუბრობთ, ვერ ვისმენ. ბოდიში! დანარჩენ კითხვებზე გიპასუხებთ ღონისძიების შემდეგ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

"ალია"