გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გაერთიანებული ოპოზიციის საგანგებო განცხადება

3-12-2019

ხელისუფლების ოპონენტები ე.წ. გერმანულ მოდელს პარლამენტში დაარეგისტრირებენ. საგანგებო განცხადება ოპოზიციის წარმომადგენლებმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს. ისინი ასევე მიმართავენ ომბუდსმენს, რომ „გერმანული მოდელი“ ეუთოში გააგზავნინოს განსახილველად.

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ადამიანები, დღეს ამ კანონპროექტს გადავუგზავნით სახალხო დამცველს, რომელსაც მივმართავთ თხოვნით გააგზავნოს კანონპროექტი განსახილველად ეუთოში, რადგან მხოლოდ მისი მექანიზმის გამოყენებით შეგვიძლია მივმართოთ ეუთო/ODIHR-ს. ჩვენ არა გვაქვს შესაძლებლობა, პირდაპირ მივმართოთ მას“, განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„მზად ვართ, რა შენიშვნასაც მივიღებთ ეუთო/ოდირის მხრიდან, გავითვალისწინოთ მაქსიმალურად“, - აცხადებენ ხელისუფლების ოპონენტები.

alia