გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ვახტანგ გომელაური: ვფიქრობ, ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გაათავისუფლებენ

3-12-2019

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ფიქრობს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება.

მისივე თქმით, ამ მიზნით საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს.

„ქართული მხარის მიერ ექიმის გასათავისუფლებელი ღონისძიებების პროცესში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაა ჩართული. ეს ადამიანი არის ექიმი და არა მებრძოლი, ან ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, რომ მისი გამოშვება შედარებით რთული იყოს. მე ვფიქრობ, ამ ამას გაათავისუფლებენ, დარწმუნებული ვარ, თვითონაც უხერხულად არიან . ექიმის დაკავება მსოფლიოში,თუნდაც ცხელი ომი იყოს, არ შეიძლება და დაუშვებელია“, - აღნიშნა მინისტრმა.