გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კახა კალაძე: ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება

3-12-2019

დედაქალაქიას მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის დაპირისპირებები, რომელსაც ბოლო დღეებში ჰქონდა ადგილი, მიზანმიმართულად ხდება.

კალაძე აცხადებს, რომ მითუმეტეს, როცა საქმე ახალგაზრდობას ეხება, დაპირისპირება დაუშვებელია.

„კატეგორიულად ვემიჯნები ძალადობას და ნამდვილად არ მსიამოვნებს ეს დაპირისპირებები. მე მგონია, რომ ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად და მას აწყობს ოპოზიცია.

მაგალითად, რატომ უნდა მოგინდეს, რომ მიხვიდე „ქართული ოცნების“ ოფისთან, მაშინ როცა პროტესტის გამოსახატად სხვა ლოკაციები არსებობს. ეს ხდება იმიტომ, რომ დაპირისპირება მოხდეს.

მითუმეტეს, ახალგაზრდები არიან და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება კატეგორიულად დაუშვებელია.

მესმის, რომ ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს, მაგრამ სჯობს ეს სისხლის დუღილი ქვეყნის განვითარებისკენ მივმართოთ“-განაცხადა კალაძემ.