გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დიანა ჯიშიაშვილი გორიდან

3-12-2019

,,დიანა პარლამენტში იწყებს მუშაობას." - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალკვაძემ დღეს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

დიანა ჯიშიაშვილი გორიდანაა.  უმძიმესი ტრავმის შედეგად მას კისრის მალები დაუზიანდა და სრულად დაკარგა მოძრაობის შესაძლებლობა. ორი წლის განმავლობაში ჯდომასაც კი ვერ ახერხებდა.

,,საავადმყოფოში გატარებული ხანგრძლივი დროის შემდეგ, ეტლით დაბრუნდა სახლში. შემდეგ ჩააბარა კოლეჯში. დაიწყო ვარჯიშიც და გახდა ფარიკაობაში მსოფლიოს და 

ევროპის პრიზიორი. შექმნა ოჯახი და ჰყავს 4 თვის შვილი." - წერს არჩილ თალაკვაძე.

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. აღნიშნული თარიღი 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა.



დიანას შესახებ ვრცელი მასალა ქალთა ორგანიზაციამ 2 წლის წინ მოამზადა. ამ სტატიით საზოგადოებამ დიანა უფრო ახლოს გაიცნო:  

“17 წლის ასაკში მივიღე ტრავმა…

ძალიან მიყვარდა ცურვა, ყოველ ზაფხულს ველოდებოდი და ზამთარში კი აუზზე დავდიოდი. ამ წელს ზაფხულში ბებიასთან ვიყავი დასასვენებლად. მეგობრებთან ერთად წავედი მდინარეზე. იმ ადგილიდან რამდენჯერმე გადავხტი მანამდე, სანამ ტრავმას მივიღებდი. ერთ-ერთი გადახტომის დროს ფეხი დამისრიალდა, ცუდად დავეშვი და დავიზიანე კისერი. ურთულესი დაზიანება მაქვს, სიცოცხლესთან საერთოდ შეუსაბამო. მახსოვს ის მომენტი, საოპერაციოში რომ შევყავდი, აი, მაგ დროს მთელმა ცხოვრებამ თვალწინ როგორ ჩაიარა. საერთოდ ბუნება მიყვარს ძალიან, რომ მივყავდი, მაშინ ვერ ვმოძრაობდი, მარტო თვალების დახამხამება შემეძლო და ფანჯრებში დავინახე ფოთლები. ეს ფოთლები ისეთი ზღაპრული მომეჩვენა, რაღაცნაირად ბზინავდნენ და ერთადერთი რაც გავიფიქრე ის იყო, რომ ღმერთო, ნეტა კიდევ შევძლო, რომ ეს ფოთლები დავინახო-მეთქი.

18 წელი რეანიმაციაში შემისრულდა… მიუხედავად იმისა, რომ სრული პარალიზი მქონდა და ოთხ კედელს შუა მიწევდა საავადმყოფოებში ყოფნა, სულ მინდოდა გარეთ გასვლა. ეტლში ჩაჯდომა იყო ჩემთვის შეუძლებელი, თითქმის წელიწადნახევარი ვწვალობდი და ვერ ვჯდებოდი. ვითიშებოდი იმიტომ, რომ არაფერი მიმუშავებდა – არც ხელი, არც ფეხი, სუნთქვაც მიჭირდა… პირველად გარეთ რომ გავედი საავადმყოფოდან და გავისეირნე, კატებთან წავედი იქვე ნაგვის ურნებთან. სასწაული იყო, რომ მე ეს შევძელი, ანუ ეს იყო ჩემი ერთ-ერთი მიღწევა და ბრძოლის შედეგი, რომ შევძელი ეტლში დაჯდომა."

"შიდა ქართლი"