3-12-2019
“ზონდერი ხარ” – ასე მიმართა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ქობულეთის მერს. რასაც მირიან ქათამაძის გაღიზიანება მოჰყვა და სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა.
„უზრდელი ხარ, შეურაცხყოფას ნუ მაყენებ, ზონდერი შენ ხარ“,- უპასუხა ქობულეთის მერმა დეპუტატს.
მოგვიანებით კი, ერთმანეთს თანამშრომლები და აქტივისტები დაუპირისპირდნენ. შენობაში ისმოდა გინება და უცენზურო სიტყვები.
შენობიდან პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე გაიყვანა.